რევაზ სოხაძე: საგზაო ტენდერში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა არ არის აუცილებელი. შეგიძლია, თუ სამშენებლო გამოცდილება გაქვს, ამ ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ჩაკეტილი წრე
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საგზაო ტენდერში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა არ არის აუცილებელი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
სოხაძის თქმით, კომპანიას თუ სამშენებლო გამოცდილება გაქვს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ ტენდერშიც.
„საგზაო სფეროში განხორციელებული ერთ-ერთი რეფორმა არის ის, რომ, როგორც ვთქვით, საგზაო ტენდერში მონაწილეობისთვის საგზაო გამოცდილების ქონა არ არის აუცილებელი. შეგიძლია, თუ სამშენებლო გამოცდილება გაქვს, ამ ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ჩაკეტილი წრე. არ იყოს რამდენიმე კომპანია, რომელიც მონოპოლისტია, მაგალითად, ერთ-ერთ რეგიონში და ყველა ტენდერს ის კომპანია იგებდა. ასე ვერ გაგრძელდება. ეს უნდა იყოს ღია ბაზარი და ყველას, ვისაც უნდა პატიოსნად შრომა, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ამით ფულის შოვნა, ყველასთვის ღია უნდა იყოს ეს ბაზარი. ვფიქრობ, ახლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით დღეს საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრმა.





