ლევან მახაშვილი იტალიაში შალვა პაპუაშვილის ვიზიტზე: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმხრივი შეხვედრები ჩაატაროს თავის კოლეგებთან და ასევე მონაწილეობა მიიღოს მრავალმხრივი ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემებიც იქნება დემოკრატია, დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევები
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმხრივი შეხვედრები ჩაატაროს თავის კოლეგებთან და ასევე მონაწილეობა მიიღოს მრავალმხრივი ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემებიც იქნება დემოკრატია, დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევები, დემოკრატიის მედეგობა, ასევე საერთაშორისო წესრიგთან დაკავშირებული გამოწვევები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა იტალიაში შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.
მან ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის მიზნებზეც ისაუბრა.
„მთლიანად დელეგაციის მიზანი იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დისკუსიები, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა გეგმები აქვს ჩვენს სახელმწიფოს. ასევე ჩვენი მიზანი იქნება, რომ საინტერესო წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო დისკუსიებში, რომელიც ორიენტირებულია ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგში არსებულ პრობლემებზე, პარლამენტების როლზე”, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.




