ევროპარლამენტარი ლეოლუკა ორლანდო: საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის - ათასობით მოქალაქე ავსებს მოედნებს უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით
პოლიტიკა

ლეოლუკა ორლანდო
საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის - ათასობით მოქალაქე ავსებს მოედნებს უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ლეოლუკა ორლანდომ.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ადგილი ჰქონდა ძალადობას და ის ახლა სისტემატურად უთხრის ძირს მთელ ოპოზიციას. მას სურს გახდეს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი პარტია. მოხდა ასობით დაპატიმრება, აღიძრა მრავალი საქმე. თბილისში გაიმართა დემონსტრაცია, რომელსაც მეც ვესწრებოდი და ეს არ არის ოცნება, ეს სინამდვილეში კოშმარია ქართველებისთვის. ეს არის კოშმარი, რადგან მათ არ სურთ სხვა პარტიების არსებობა. ამასთანავე, არის რუსეთიც, რომელიც აგრძელებს სხვადასხვა ტერიტორიების ოკუპაციას და ეს არის არადემოკრატიული არჩევანი. ევროკომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, სანქციების ჩათვლით, რათა მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის უფლებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში და მოითხოვონ ციხეში ჩასმული ამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - დასძინა მან.





