ირაკლი კობახიძე: სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა ეს არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს და როცა ამას ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა
პოლიტიკა

სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა ეს არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, როცა ამას ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ცდილობენ, პოლიტიკური გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რასაც ვერ მიაღწევენ.
„სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა ეს არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს. როცა ამას ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა თავისთავად ის, რომ მათ არ ესმით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, მითუმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.





