პრემიერი: წარმატებით დაიწყო საჯარო სამსახურში კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, კონკურსში მიიღო მონაწილეობა კურსდამთავრებულების უპრეცედენტო რაოდენობამ - 5 692-მა კურსდამთავრებულმა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს აღემატება 20%-ით, მზარდი დაინტერესებაა ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
წელს წარმატებით დაიწყო საჯარო სამსახურში კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მზარდი დაინტერესებაა ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა მომდევნო წლების განმავლობაში.
„364-მა საჯარო დაწესებულებამ გამოაცხადა სტაჟირების კონკურსი 3 459 ვაკანტურ პოზიციაზე. კონკურსში მიიღო მონაწილეობა კურსდამთავრებულების უპრეცედენტო რაოდენობამ - 5 692-მა კურსდამთავრებულმა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს აღემატება 20%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ არის მზარდი დაინტერესება ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და რა თქმა უნდა, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში.
კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე საკმაოდ მაღალია გასული წლების მონაცემებით კურსდამთავრებულთა შესაბამის უწყებებში დასაქმების მაჩვენებელიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ამასაც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.





