დავით სონღულაშვილი რთველში დიპლომატების სტუმრობაზე: ზუსტად ასეთი ტრადიციითა და საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა
პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა უცხოელებისთვის ქართული ვენახისა და ღვინის ტრადიციების გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თითოეული ადამიანი, თითოეული უცხოელი ნახულობს იმ ტრადიციას, იმ საფუძველს, რამაც მისცა შესაძლებლობა ღვინოს, ვაზსა და ვენახს, რომ 8 ათასი წელი საქართველოსთან ერთად ემოგზაურა. ზუსტად ასეთი ტრადიციითა და საფუძვლით შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა“, - განაცხადა მინისტრმა.
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. რთველში იმყოფებოდა დავით სონღულაშვილიც.





