შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი გატაცებულია პროპაგანდით. ის, რომ პროპაგანდა საქმეს ვერ ანაცვლებს, ამას ვხედავთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია. საქართველოში სწორედ იმიტომაც არის ხალხის მხრიდან ნდობა ხელისუფლების, მიმართ, რომ როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე, მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესებით
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი გატაცებულია პროპაგანდით. ის, რომ პროპაგანდა საქმეს ვერ ანაცვლებს, ამას ვხედავთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია. საქართველოში სწორედ იმიტომაც არის ხალხის მხრიდან ნდობა ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რომ როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე, მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის კვლევას, სადაც პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავრობებისადმი ნდობა დაკარგული აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ვინაიდან ამ ქვეყნების ხელისუფლებები ასრულებენ ბრიუსელის დავალებებს და არა საკუთარი ხალხის.
„სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი გატაცებულია პროპაგანდით. ეს არის რასაც ჩვენ ვამხელთ ყოველდღიურად, ეს არის ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლა, როდესაც ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს.
ის, რომ პროპაგანდა საქმეს ვერ ანაცვლებს, ამას ვხედავთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია. შეხედეთ გერმანიას, საფრანგეთს, არა მხოლოდ ნდობის რეიტინგებს, შეხედეთ რა ხდება საფრანგეთის ქუჩებში. ეს სწორედ ნდობის ეროზიის შედეგი არის და შეხედეთ სხვა ქვეყნებში, როგორი ნდობა არის ხელისუფლებების მიმართ. საქართველოში სწორედ იმიტომაც არის ხალხის მხრიდან ნდობა ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რომ როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე, მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესებით, ჩვენი ქვეყნის ინტერესებით და არა რაღაც გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებისთვის, რასაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აკეთებს და სწორედ ეს იწვევს ნდობის რღვევას ხალხსა და ხელისუფლებებს შორის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





