ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ჭკუა დღემდე ვერ ისწავლა, ამ 4 ოქტომბრის მაგალითიდან გამომდინარე, მანამდე ვერშემდგარი 5 რევოლუციიდან გამომდინარე, ისინი კვლავ რადიკალიზმზე არიან ორიენტირებულები
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
საქართველოს პარლამენტი
ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ჭკუა დღემდე ვერ ისწავლა, ამ 4 ოქტომბრის მაგალითიდან გამომდინარე, მანამდე ვერშემდგარი 5 რევოლუციიდან გამომდინარე, ისინი კვლავ რადიკალიზმზე არიან ორიენტირებულები, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ისინი კვლავ რადიკალიზმზე არიან ორიენტირებულები.
„ევრობიუროკრატიამ და კონკრეტულად ევროკომისიის პრესსპიკერმა, ოფიციალურმა პირმა, სოლიდარობა აღუთქვა 4 ოქტომბრის ვერშემდგარ რევოლუციას და ირიბად წაახალისა რევოლუციის დამგეგმავი ჯგუფები საქართველოში. ისინი აგრძელებენ მათ დაფინანსებას. სამწუხაროდ, დღემდე ვერანაირი კომენტარი ვერ ვნახეთ დაგმობასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ჭკუა დღემდე ვერ ისწავლა, ამ 4 ოქტომბრის მაგალითიდან გამომდინარე, მანამდე ვერშემდგარი 5 რევოლუციიდან გამომდინარე, ისინი კვლავ რადიკალიზმზე არიან ორიენტირებულები. მათი დღის წესრიგი მხოლოდ ექსტრემიზმს ეფუძნება და რაღაცნაირად რომ არიონ ჩვენი ქვეყანა, დასანქცირებას ითხოვენ. ახლა მაინც უნდა ხვდებოდნენ იმას, რომ ეს მათთვის არის კონტრპროდუქტიული და წამგებიანი, ვინაიდან ის მომხრეებიც დაკარგეს, ვინც ჰყავდათ 2024 წლის არჩევნებზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.





