ლევან მაჭავარიანი: ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, სადაც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ნებისმიერი საკითხის გაშავებას ცდილობდნენ ხელოვნურად და იგივეა ციხეების საკითხიც
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
საქართველოს პარლამენტი
ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, სადაც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ნებისმიერი საკითხის გაშავებას ცდილობდნენ ხელოვნურად და იგივეა ციხეების საკითხიც, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში წინა ხელისუფლების პირობებში და ახლა სურთ წარმოაჩინონ ისე, თითქოს იგივე მდგომარეობაა.
„რა თქმა უნდა, კოორდინირებული კამპანიაა და ამას რამდენიმე დღით ადრე უსწრებდა „საიას“ გაგზავნილი, ტყუილებით გაჯერებული დასკვნა გაეროს წარმომადგენლისთვის და ფაქტების დამახინჯება. ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, სადაც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ნებისმიერი საკითხის გაშავებას ცდილობდნენ ხელოვნურად და იგივეა ციხეების საკითხიც. როდესაც ისინი საუბრობენ, რა მდგომარეობა იყო ციხეებში, კარგად გვახსოვს - იქ იყო სისტემური და სისტემატური წამება, რომელიც ჩვენი შეფასება არ არის, სტრასბურგის სასამართლომაც ასე შეაფასა. მათ სურთ წარმოაჩინონ, თითქოს იგივე მდგომარეობაა ციხეებში“, — განაცხადა მაჭავარიანმა.





