გიორგი გაბუნია „ალდეზე“: ეს მიწერ-მოწერა არის თავშივე ფარსი. ეს არის ევროკავშირის მიერ წინასწარ განსაზღვრული სცენარი, რომ გარკვეული საფუძველი შეექმნათ პოლიტიკური განცხადებებისა და იმ პოლიტიკური რიტორიკისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ არსებობს
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს მიწერ-მოწერა არის თავშივე ფარსი. ეს არის ევროკავშირის მიერ წინასწარ განსაზღვრული სცენარი, რომ გარკვეული საფუძველი შეექმნათ პოლიტიკური განცხადებებისა და იმ პოლიტიკური რიტორიკისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ არსებობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ „ალდეზე“ საუბრისას.
მისივე თქმით, მათი სურვილი იყო, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათ მიერ ფინანსდებოდნენ წლების განმავლობაში, ჰქონოდათ ძლიერი ინსტრუმენტები ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის.
„როდესაც ქართულმა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეცვა საკუთარი სუვერენიტეტი, მათი ინტერესები შეილახა და ისინი ყველანაირად ცდილობენ განაგრძონ ქართულ სახელმწიფოზე პოლიტიკური ზეწოლა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
„ალდეს“ პარტიისა და ევროპის ლიბერალური ფორუმის პრეზიდენტები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. საუბარია სანქციების დაწესებაზე, მიზეზი კი გერმანული ფონდების დახურვა გახდა.





