„ქრონიკის" კითხვა - აპირებს თუ არა IRI კვლევის ოფიციალურად გამოქვეყნებას და დამკვეთის დასახელებას, რომელიც ოპოზიციამ საგულდაგულოდ დამალა, ამ დრომდე პასუხგაუცემელია
პოლიტიკა

„ქრონიკის" მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიმართ დასმული კითხვა - აპირებს თუ არა IRI კვლევის ოფიციალურად გამოქვეყნებას და დამკვეთის დასახელებას, რომელიც ოპოზიციამ საგულდაგულოდ დამალა, ამ დრომდე პასუხგაუცემელია. კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“.
ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს. მმართველი გუნდისთვის კი, ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც კვლევის თანახმად ოპოზიციურ ფლანგს აქვს - ქართველი ხალხის ვერდიქტია.
საკითხს პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი სააკაშვილიც გამოეხმაურა და IRI-ს კვალიფიკაცია და კვლევა დაუწუნა.
„ამ დამახინჯებულ კვლევაშიც კი კარგად ჩანს, რომ ერთადერთი ალტერნატივა ვართ მე და „ნაციონალური მოძრაობა“, - წერს სააკაშვილი.





