26 სექტემბერი 2026, 14:16
თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში მსჯავრდებულმა ბურჭულაძემ ციხიდან დაწერა, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, მათი ქმედებებით ხელისუფლების გადარჩევა შეძლეს.
„პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა. თავხედი ეს", - წერს ჩერგოლეიშვილი.



