imedi.ge
მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიუროს სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა. ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტები და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის მოლოდინები განიხილეს.
მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო ყოველწლიური სესიის სამუშაო პროცესისა და აქტივობების დაგეგმვა.
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რიგით მეათე ყოველწლიურ პლენარულ სესიას მოლდოვის რესპუბლიკა უმასპინძლებს.





