თბილისში ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერები დამონტაჟდება
პოლიტიკა

ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით "ბასლეინებსა" და ველობილიკებზე კიდევ 300-მდე ვიდეოკამერას დაამონტაჟებს. ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩებზე. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მამუკა მუმლაძის თქმით, ვიდეოკამერები უკვე მონტაჟდება შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე, ასევე რობაქიძის გამზირსა და ბარათაშვილის აღმართზე. ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია 19 ვიდეოკამერა.
მუმლაძე დასძენს, რომ იგეგმება ისეთი შუქნიშნების დამონტაჟება, რომლებიც უპირატესობას ჯერ ავტობუსს მისცემს და შემდეგ ავტომობილებს. ამგვარი შუქნიშანი სააკაძის მოედანზე უკვე მუშაობს.





