19 დეკემბერი 2016, 12:13
ამომრჩეველთა კოლეგია ტრამპს პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩევს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
გაზიარება
ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ოფიციალურად დღეს აირჩევს.
ფედერალური კანონის თანახმად, კოლეგიის წევრები, ყველა შტატსა და კოლუმბიის ოლქში, ირჩევენ პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს, ხელს აწერენ კენჭისყრის დამადასტურებელ დოკუმენტს (6 ასლს).
ნაკლებად სავარაუდოა, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეიცვალოს.
ტრამპმა კოლეგიის წევრების ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, ამომრჩევლების ხმათა რაოდენობით კი - ჰილარი კლინტონმა.
კონგრესი ხმებს ოფიციალურად 6 იანვარს დაითვლის. სხდომის თავმჯდომარე ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება.





