ტრამპმა დაუშვა ზელენსკის მიწვევა მაიამიში G20-ის სამიტზე
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაუშვა ალბათობა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მიწვევას მიიღებს.
შაბათს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ „მიიწვევდა“ უკრაინის პრეზიდენტს სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე, რომელიც 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი, და ამ საკითხში „არანაირ პრობლემას“ ვერ ხედავს.
იმავე დღეს ოდნავ ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც არ გამორიცხა ფლორიდის სამიტზე ზელენსკის შესაძლო მიწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტრამპი ჩათვლის, რომ უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლის დასწრება „რაიმე დადებით“ ეფექტს მოიტანს.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც მიიწვია. „პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც უთანხმოება ან გარკვეული უთანხმოებები გაკავშირებთ“, - განაცხადა მაშინ რუბიომ.





