Sky News: „მოლოტოვის კოქტეილები“ და ჩამსხვრეული ვიტრინები - გერმანიაში პროტესტი არეულობაში გადაიზარდა
მსოფლიო

Reuters
დღეს დილით გერმანიის საფინანსო ცენტრის, ფრანკფურტის ქუჩებიდან ღამის არეულობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა - კადრებში ჩანს ჩამსხვრეული ვიტრინები და დაზიანებული მაღაზიის ფასადები, - წერს ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი.
გასულ ღამეს ნიღბიანმა პირებმა მაღაზიები დაარბიეს მას შემდეგ, რაც ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბერლინში, მიუნხენსა და ჰამბურგში გამართულ აქციებში. ჰამბურგში მომიტინგეთა ნაწილმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდა.
დემონსტრანტები ქუჩებში განათლების სექტორში ინვესტიციების გაზრდისა და ცხოვრების ხარჯების შემცირების მოთხოვნით გამოვიდნენ. ფრანკფურტში პროტესტი ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, მორიდებოდნენ ქალაქის ცენტრს.
პოლიციის ცნობით, არეულობის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს „მოლიტოვის კოქტეილები“ ესროლეს. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ზოგმა ბიზნესმა ობიექტების ფასადები წინასწარ დამცავი ფარებით შეფუთა და მუშაობა ნაადრევად შეწყვიტა.
გერმანიაში საპროტესტო ტალღა ახალგაზრდული მოძრაობა Gen Z regelt-ის („Gen Z მართავს“) მიერ იყო ორგანიზებული.





