18 დეკემბერი 2016, 14:57
ბოლო ცნობები ალეპოდან
მსოფლიო

გაზიარება
ალეპოში ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია. უფლებადამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები მშვიდობიანი მოქალაქეების საშიში ზონიდან გაყვანას ითხოვენ. სირიის მთავრობის განცხადებით, ამბოხებულებთან შეთანხმება მიღწეულია. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ათასობით ადამიანს ევაკუაციამდე მოცდა გაუსაძლის ვითარებაში უწევს. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ალეპოს აღმოსავლეთით. შეწყვეტილია წყლის მიწოდება. "ექიმები საზღვრებს გარშე" აცხადებს, რომ ალეპოს საავადმყოფოში მედიკამენტების მარაგი ამოიწურა.





