29 სექტემბერი 2018, 10:57
ია შათირიშვილი
გერმანიაში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა
მსოფლიო
გაზიარება
გერმანიის ქალაქ რავენსბურგში დანით შეიარაღებულმა კაცმა სამი ადამიანი დაჭრა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი გამვლელებს თავს მოულოდნელად დაესხა.
ღია კაფეში ოჯახთან ერთად მყოფმა ერთმა კაცმა თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა დანით ჭრილობები მიიღო.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ორის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივს გამოძიება იკვლევს.





