პაატა კუპატაძე
განელი ფეხბურთლი 14 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის გაასამართლეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
განის ეროვნული ნაკრებისა და შვედური „მალმიოს“ ფეხბურთელი კინგსლი სარფო 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს.
სასამართლომ მას 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 23 წლის განელმა გოგოსთან სექსუალური კავშირი აღიარა, თუმცა აცხადებდა, რომ მისი ასაკი არ იცოდა.
დაზარალებული გოგო ირწმუნებოდა, რომ ფეხბურთელმა მას ინტიმური კავშირი აიძულა. 32 თვიანი პატიმრობის გარდა სასამართლომ სარფოს გოგოსთვის კომპენსაციის სახით 150 ათასი შვედური კრონის გადახდაც დააკისრა.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განელ ფეხბურთელს შვედეთიდან დეპორტაცია ემუქრება და ქვეყანაში შესვლას 10 წლით აუკრძალავენ.





