05 დეკემბერი 2016, 13:27
ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენი გახდა
მსოფლიო

ვენა
გაზიარება
ავსტრიის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, "მწვანეთა პარტიის" ყოფილმა ლიდერმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა - წინასწარი შედეგებით, ხმათა 53,6 % მიიღო.
მისმა კონკურენტმა "თავისუფლების პარტიიდან" ჰორბერტ ჰოფერმა დამარცხება აღიარა.
საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში გაიმართა, განმეორებითი ტური - მაისში. გამოვლენილი შეცდომების გამო, სასამართლომ არჩევნების შედეგების გააუქმა და განმეორებითი არჩევნები დანიშნა.





