23 ნოემბერი 2026, 17:37
მარინ ლე პენი: კატეგორიულად მიმაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს
მსოფლიო

მარინ ლე პენი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგია. ლე პენი ამბობს, რომ კიევის გაერთიანებაში ინტეგრაცია საფრანგეთს ზიანს მოუტანს და ეკონომიკურ რისკს შეუქმნის ფრანგ ფერმერებსა და მწარმოებლებს.
„კატეგორიულად მიმაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს. უკრაინის მომავალი არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას“, - განაცხადა ლე პენმა.
ის ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად საფრანგეთში ფართომასშტაბიანი სამშვიდობო კონფერენცია უნდა გაიმართოს.





