გერმანიის 450-მდე სკოლამ დანაღმვის შესახებ მიიღო შეტყობინებები
მსოფლიო

გერმანიის მასშტაბით ასობით სკოლამ დანაღმვის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფედერალური მიწიდან გავრცელდა. პოლიციის მონაცემებით, 23 ნოემბერს, დილით ერთი და იმავე შინაარსის მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 450 სკოლაში გაიგზავნა. კერძოდ, ფრაიბურგში განაცხადეს, რომ წერილებში ნათქვამი იყო თითქოსდა დამონტაჟებულ ბომბზე. თიურინგიის პოლიციამ აღნიშნა, რომ მუქარა არ დადასტურდა და მასწავლებლებს სკოლების ევაკუაციისგან თავის შეკავება ურჩიეს. თუმცა რიგ რეგიონებში მოსწავლეები შინ მაინც გაუშვეს.
დრეზდენსა და მის შემოგარენში სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ 90 შეტყობინება შევიდა. არც იქ დადასტურდა არცერთი მუქარა. ანალოგიური ინციდენტები მოხდა ქვემო საქსონიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და გერმანიის სხვა რეგიონებშიც. დაწყებულია გამოძიება.
ნოემბერში მსგავსი შეტყობინებები იტალიის ათასობით სკოლამ მიიღო, რასაც ევაკუაცია მოჰყვა. იქამდე კი დანაღმვის შესახებ მასობრივი გზავნილების პრობლემას ევროპის ავიაგადაზიდვების სფერო შეეჯახა.





