პაკისტანში მაღალი ტემპერატურის გამო 65 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

ფოტო: youtube
პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში მაღალი ტემპერატურის გამო ბოლო სამი დღის განმავლობაში სულ ცოტა 65 ადამიანი დაიღუპა. ჰაერის ტემპერატურამ ბოლო დღეების განმავლობაში 44 გრადუს ცელციუს მიაღწია და გადააჭარბა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პაკისტანის მეტეროლოგიური ცენტრის ცნობით, მაისში ქვეყნის საშუალო ტემპერატურა 35 გრადუსია. მაღალი სიცხე მუსლიმების რელიგიურ დღესასწაულს რამადანს დაემთხვა, როდესაც ისინი მკაცრ მარხვაზე არიან. ამ დროს მორწმუნე მუსლიმები დღის განმავლობაში თითქმის საერთოდ არაფერს ჭამენ და სვამენ.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/1m0kh6BzbU4" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>





