მარკო რუბიოს განცხადებით, გლობალური ელიტა დემოკრატიასა და სუვერენიტეტს მხოლოდ მაშინ იცავს, როცა ეს მის ინტერესებს შეესაბამება - „გვიკითხავენ ლექციებს სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და ამავე დროს მოითხოვენ, ქვეყნებმა საკუთარ საზღვრებზე კონტროლი დათმონ“
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გლობალური ელიტა დემოკრატიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის პრინციპებს შერჩევითად იყენებს და ამავდროულად ცდილობს, გავლენა მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და მთავრობაზე გაავრცელოს.
„მაგალითად, ისინი დემოკრატიის მტკიცე დამცველები არიან, თუმცა მხოლოდ მანამდე, სანამ კონკრეტული არჩევნები მათ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. გვიკითხავენ ლექციებს სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და ამავე დროს მოითხოვენ, ქვეყნებმა საკუთარ საზღვრებზე კონტროლი დათმონ და საიმიგრაციო კანონმდებლობის განსაზღვრა არ არჩეულ საერთაშორისო სასამართლოებს გადააბარონ“, - განაცხადა რუბიომ ფედერალისტური საზოგადოების ეროვნული იურისტთა კონვენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ისინი აცხადებენ, რომ იმპერიალიზმის, დაპყრობისა და დომინაციის ყველა ფორმას ეწინააღმდეგებიან, თუმცა სინამდვილეში ცდილობენ, დედამიწის ყველა ქვეყანასა და მთავრობაზე საკუთარი ძალაუფლება გაავრცელონ.





