ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებიან
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი სტივ უიტკოფი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ის და ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში გაემგზავრებიან, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.
როგორც კუშნერმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტთან ისინი აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგების განსახილველად ჩავლენ.
„სტივი და მე ხვალ მოსკოვში გავემგზავრებით, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ პუტინს და განვიხილოთ ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. შევეცდებით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს გარკვეულ საკითხებზე, რადგან გარკვეულ შესაძლებლობებს ვხედავთ“, - განაცხადა კუშნერმა.
მოსკოვში ვიზიტის შემდეგ კუშნერი და უიტკოფი გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მასაც მოახსენებენ.
ცნობისათვის, 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.





