11 ნოემბერი 2026, 14:41
აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებების მეორე დღე დასრულდა
მსოფლიო

ფოტო: TASS
გაზიარება
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე დღე დასრულდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებების მეორე დღე რამდენიმე საათს გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შემდეგ მხარეები განცხადებებით გამოვლენ.
რუსულ დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებები 10 ნოემბერსაც გამართეს.





