სააკაშვილის მხარდამჭერები: მიშას ვარშავაში გაგზავნას უპირებენ
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
სავარაუდოდ, ბორისპოლის აეროპორტში წავალთ. რეისი ვარშავის მიმართულებით 17-25, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ელიზავეტა ბოგუცკა Facebook-ის გვერდზე წერს.
„როგორც ჩანს, მიხეილის გაგზავნა ამ რეისით სურთ. ამავდროულად უნდა ვაკონტროლოთ დასავლეთის მიმართულება. გადავკეტავთ გზებს. საყოველთაო მობილიზაცია გვაქვს. აეროპორტს დავბლოკავთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ელიზავეტა ბოგუცკა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ სააკაშვილის დეპორტაციისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ არ დაუკავებიათ. განცხადება ამის შესახებ უწყების პრესმდივნმა გააკეთა.
მედიის ინფორმაციით სპეცრაზმელებს, რომლებმაც საააკაშვილი დააკავეს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უნიფორმა ეცვათ.





