12 ოქტომბერი 2026, 12:21
ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენს შვილებს ნატოს დაუდევარ ოპერაციებში დასახოცად არ გავზრდით. ჩვენ ნეიტრალიტეტი გვსურს
მსოფლიო

ჟან-ლუკ მელანშონი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ფრანგმა პოლიტიკოსმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელანშონმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში სრული ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდა.
„ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ნატოს რომელიმე დაუდევარ ოპერაციაში დასახოცად არ გავზრდით. ჩვენ ნეიტრალიტეტი გვსურს. თავად გვინდა გადავწყვიტოთ, თუ რას, სად და როგორ გავაკეთებთ, უფროსი არ გვჭირდება, რომ ეს მიგვითითოს“, - განაცხადა მელანშონმა.





