ენდი ბერნემის განცხადებით, რუსეთი ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმში ჩაერია
მსოფლიო

ენდი ბერნემი
ფოტო: Reuters
რუსეთი 2016 წელს ევროკავშირიდან ბრექსიტის რეფერენდუმში ჩაერია, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა პოდკასტში The Rest is Politics.
ბერნემის თქმით, მას შემდეგ, რაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერად არჩევისა და პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ პირველად მოხვდა დაუნინგ-სტრიტზე, დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ადგილი რუსეთის მხრიდან ჩარევას.
„მივიღე მკაფიო პასუხი: დიახ, ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მიმაჩნია, რომ რეალურად ზედმეტად პასიურად ვრეაგირებდით ამაზე და საკმარისად არ ვაწვდიდით ხალხს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მასშტაბით ცდილობენ საზღვარგარეთიდან პოლიტიკური პროცესის დესტაბილიზაციას“, - აღნიშნა მან.
ბერნემს არ დაუკონკრეტებია, რაში გამოიხატებოდა მოსკოვის ჩარევა.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში გაიმართა. გაერთიანების დატოვებას ხმა მონაწილეთა 51,9%-მა მისცა. ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის წევრობა 2020 წელს შეწყდა.





