ფიცოს განცხადებით, ევროკავშირში სლოვაკეთის გაწევრიანების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი გაყალბებული იყო
მსოფლიო

რობერტ ფიცო
ფოტო: Getty Images
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკავშირში სლოვაკეთის გაწევრიანების შესახებ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი გაყალბებული იყო.
აღნიშნული განცხადებით ფიცო „სოციალ-დემოკრატიული სკოლის“ გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა, რომლის ორგანიზატორიც მისი პოლიტიკური პარტია „სმერი“ იყო.
მისი თქმით, სლოვაკეთის გაწევრიანება ევროკავშირში ენთუზიაზმთან და დიდ მოლოდინთან იყო დაკავშირებული.
„ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმი, რომელიც, გაყალბებული რომ არ ყოფილიყო, წარმატებული ვერ იქნებოდა“, - განაცხადა ფიცომ, თუმცა ნათქვამის დასადასტურებლად არაფერი წარმოუდგენია.
რეფერენდუმის ჩატარებისას მისი პარტია „სმერი“ ოპოზიციაში იყო, თუმცა ევროკავშირში სლოვაკეთის გაწევრიანებას მხარს უჭერდა.
„იმდროინდელ ოპოზიციას, კერძოდ, „სმერს“ და ბატონ [ვლადიმერ] მეჩიარს რომ არ ეთქვათ: „მოდით, ევროკავშირში შევიდეთო“, გარანტიას გაძლევთ, რეფერენდუმი წარმატებული არ იქნებოდა“, - დასძინა ფიცომ.





