კრემლმა უკრაინასთან აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი
ფოტო: TASS
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსული დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსული დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხეილ გალუზინი.
გარდა ამისა, რუსულ მხარეს მოლაპარაკებებზე წარადგენენ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და მისი მოადგილე იური ჟიგარლოვსკი.
რუსულ მხარეს კურირებას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში იური უშაკოვი გაუწევს.





