ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო

სამველ კარაპეტიანი
ფოტო: Armenpress
ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერსა და ბიზნესმენს, სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა კარაპეტიანი გუშინ დააკავეს. მისი და კიდევ 35 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქმეზე, რომელიც კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენებას, მინდობილი ქონების მითვისებასა და ფულის გათეთრებას ეხება.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კომპანიისთვის მიყენებული ზარალის საერთო ოდენობა 64 მილიარდ 585 მილიონ დრამს აღემატება.





