ზელენსკიმ მელანია ტრამპი უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის წმინდა ოლღას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
მსოფლიო

მელანია ტრამპი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი წმინდა ოლღას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ზელენსკის ბრძანებულებაშია აღნიშნული, მელანია ტრამპს ორდენი ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და აქტიური უფლებადამცველობითი საქმიანობისთვის გადაეცა.
„უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის, აქტიური უფლებადამცველობითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია უკრაინელი ბავშვების, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული პირების გადარჩენისკენ, ვადგენ: აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დაჯილდოვდეს წმინდა ოლღას პირველი ხარისხის ორდენით“, - აღნიშნულია ზელენსკის ბრძანებულებაში.
ცნობისთვის, მელანია ტრამპის შუამავლობით რუსეთი და უკრაინა ხერსონის ოლქის სოფელ ოლეშკიში რამდენიმე დღით ჰუმანიტარულ ზავზე შეთანხმდნენ. ზავის ფარგლებში ოლეშკიში ჩარჩენილ ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.





