AP: ტრამპის პარტიამ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც დაკარგა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიულ“ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 225 მანდატი ექნება, ხოლო უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის 218 ადგილია საკმარისი. „რესპუბლიკურ“ პარტიას 136 ადგილი ექნება.
აღსანიშნავია, რომ „დემოკრატებმა“ უმრავლესობა კონგრესის სენატშიც მოიპოვეს. იქ მათ 54 მანდატი ერგოთ, მაშინ როდესაც უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად 50 მანდატიც იყო საკმარისი. „რესპუბლიკელებს“ სენატში 43 მანდატი ერგოთ.
„რესპუბლიკელებმა“ გუბერნატორების არჩევნებიც წააგეს. 24 შტატში გუბერნატორის თანამდებობას „დემოკრატები“ დაიკავებენ, ხოლო 19 შტატში - „რესპუბლიკელები“.
ცნობისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.





