ტრამპმა არჩევნებში წაგება Fox News-ს დააბრალა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დემოკრატებმა“ შუალედურ არჩევნებში იმიტომ გაიმარჯვეს, რომ ტელეარხი Fox News-ი მათ კანდიდატებს ეთერის დიდ ნაწილს უთმობდა.
„რატომ იწვევს Fox News ეთერში ბილ დე ბლაზიოს, ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე ცუდ მერს, რომელიც ეთერში გიჟივით ყვირის და ისტერიკას აწყობს? მან ქალაქი სირცხვილით დატოვა და მის მიერ მიყენებული ზიანი განუზომელია - ნიუ-იორკი მის შემდეგ ვეღარასოდეს გახდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო, ახლა კი ეს ადამიანი ამერიკის მართვას გვასწავლის. ამ დანაკარგებზე პასუხისმგებლობა Fox News-საც ეკისრება, რადგან ის მუდმივად და თანმიმდევრულად უთმობს ეთერს „სულელი დემოკრატების ოპოზიციას“ და კიდევ უარესს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, - დაწერა ტრამპმა.
აშშ-ში 3 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიული“ პარტია სენატში 52 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ“ პარტიას 41 მანდატი ერგება. რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ“ პარტიას 195 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს“ - 115.





