ევროპარლამენტარი ჟილ პენელი: მემარცხენე ძალების მთავარი ლიდერები, ისევე, როგორც ჟურნალისტების უმეტესობა, ძალადობის დაგმობისას საკმაოდ თავშეკავებულები არიან... მართალია, ისტორიის განმავლობაში მემარცხენეობასა და ძალადობას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ
მსოფლიო

ჟილ პენელი
ფოტო: ouest-france.fr
მემარცხენე ძალების მთავარი ლიდერები, ისევე, როგორც ჟურნალისტების უმეტესობა, ძალადობის დაგმობისას საკმაოდ თავშეკავებულები არიან, - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ჟილ პენელი.
როგორც ის აღნიშნავს, ისტორიის განმავლობაში მემარცხენეობასა და ძალადობას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
„მემარცხენე ძალების მთავარი ლიდერები, ისევე, როგორც ჟურნალისტების უმეტესობა, ძალადობის დაგმობისას საკმაოდ თავშეკავებულები არიან... მართალია, ისტორიის განმავლობაში მემარცხენეობასა და ძალადობას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“, - წერს იგი.
საფრანგეთში, აქციაზე სამართალდამცველების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ლაპარაკია 15 ფაქტზე და თითოეულზე მიმდინარეობს გამოძიება საჯარო პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით. პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელის მიმართ უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ.





