Euronews: ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ „ნებისმიერი მასშტაბისა თუ ხასიათის მუქარას დაუყოვნებლივი, მძლავრი და გეოგრაფიულად შეუზღუდავი პასუხი მოჰყვება“
მსოფლიო

AP
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ „ნებისმიერი მასშტაბისა თუ ხასიათის მუქარას დაუყოვნებლივი, მძლავრი და გეოგრაფიულად შეუზღუდავი პასუხი მოჰყვება“. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ხამენეის ეს მუქარა იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ირანთან ახალი ფართომასშტაბური ომის თავიდან ასაცილებლად ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება - კონფლიქტისა, რომელსაც დამანგრეველი შედეგები ექნება როგორც უშუალოდ ახლო აღმოსავლეთისთვის, ისე მის საზღვრებს გარეთ.
კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ თეირანს „საპირისპირო მხარის გონიერების იმედი აქვს, რაც დიპლომატიის არჩევაში გამოიხატება“, რადგან „გასული ორი ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, ირანი დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.
სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, უზენაესი ლიდერი შაბათს ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა და მათ აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი ახალი სამხედრო იერიშებისთვის მზადყოფნის გაძლიერება დაავალა.





