31 ოქტომბერი 2026, 00:58
პოლონეთში მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოს ჭიშკრის დაზიანებას ცდილობენ
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
პოლონეთში მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოს ჭიშკრის დაზიანებას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ათასობით მოქალაქეა შეკრებილი.
ნავროცკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ვარშავაში დაბრუნებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდება.
პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პოლიციამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში რეიდი ჩაატარა. არსებული ცნობებით, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა ტრიბუნალის პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედებს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები უკანონო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებენ.





