სერგეი ლავროვი აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა
მსოფლიო

სერგეი ლავროვი
ფოტო: Getty Images
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შეერთებული შტატების ქალაქ ატლანტაში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრა დღეს და ხვალ არის დაგეგმილი.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპია „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტისთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება.
მედიის ცნობით, დაგეგმილია რუსეთის პირველი დიპლომატის მოლაპარაკება ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან, ხოლო მაიამის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე დაპატიჟა.





