ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მსოფლიო

ილიანა იოტოვა
ფოტო: Reuters
ბულგარეთში პრეზიდენტი ვერ აირჩიეს. ბიულეტენების 95.3%-ის დამუშავების შემდეგ, სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ილიანა იოტოვა ხმათა 34.6%-ს აგროვებს, მეორე ადგილზე კი პროდასავლელი ექსპრემიერი ანდრეი გიუროვი გავიდა 32%-ით. ამომრჩეველთა აქტივობამ სულ რაღაც 22.2% შეადგინა.
იოტოვა „მშვიდობის კოალიციის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც, მისი აზრით, ბულგარეთი უფრო თვალსაჩინო დიპლომატიურ როლს შეასრულებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულებაში.
გიუროვმა კი მანამდე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და როდესაც მთავრობას ხელმძღვანელობდა, კიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მეორე ტური 1-ელ ნოემბერს გაიმართება.





