26 ოქტომბერი 2026, 11:20
მედია: ირანმა გერმანია სამხედრო კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობისგან გააფრთხილა
მსოფლიო

ფოტო: Press TV
გაზიარება
ირანმა გერმანია გააფრთხილა, რომ რეგიონში არსებული ყველა გერმანული სამხედრო ბაზა და ობიექტი ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება, თუ ბერლინი ირანის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციას ღიად შეუერთდება.
ინფორმაციას ირანული სააგენტო „ფარსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეირანის ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შემდეგ გავრცელდა, რომელმაც ირანის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო ოპერაცია არ გამორიცხა.





