საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი: არეულობის დროს დაკავებული 2 500 ადამიანიდან 900-ს ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა
მსოფლიო

ჟერალდ დარმანენი
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის პროკურატურამ არეულობის დროს 2 500 დაკავებული ადამიანიდან 900-ს სისხლის სამართლის წესით ბრალი წაუყენა, - განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა.
დარმანენის თქმით, საქმე ეხებათ გასულ უქმეებზე დაკავებულ ადამიანებს. 900 ადამიანიდან, რომელთაც ბრალი წარედგინათ, 174 დაპატიმრებულია.
ამის ფონზე პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაუდებელი წესით შეაჩერა პოლიციის განკარგულება, რომელიც სტუდენტური კოალიციის Interfac Île-de-France-ის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის ჩატარებას კრძალავდა. კოალიცია უნივერსიტეტების საერთო კრებებში მონაწილე სტუდენტებს აერთიანებს.
აქცია დღეს არის დაგეგმილი. მოსამართლეს გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზები არ განუმარტავს.





