ჯეი დი ვენსი: ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა - ამ ლამაზმა ქვეყანამ საოცარი ხალხით, შეაჩეროს ეს სიგიჟე, სანამ მისი კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა არ დაიწვა
მსოფლიო

ჯეი დი ვენსი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან საპროტესტო აქციებზე ძალადობა მიგრაციას დაუკავშირა. მან პოსტს დაურთო ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ იწვის ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა.
„დასავლელმა ლიბერალებმა მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით მესამე სამყარო საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში შემოიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ასე დასრულდებოდა, თუმცა არ მოუსმინეს.
ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა - ამ ლამაზმა ქვეყანამ საოცარი ხალხით, შეაჩეროს ეს სიგიჟე, სანამ მისი კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა არ დაიწვა.
და იმედი მაქვს, ამერიკელები ყურადღებით ადევნებენ ამს თვალს. ეს არის ის მომავალი, რომელიც კონგრესმენ დემოკრატებს თქვენი ქვეყნისთვის სურთ“, - წერს ვენსი.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს უკვე 1200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.





