საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: FRANCE 24
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა.
„სასწაულია, რომ დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვი უფრო დიდი არ არის“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა.
ამასთან, რამდენიმე ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის მერი, სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრას ითხოვენ.
„ზარალის მასშტაბისა და შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ვითხოვთ, მომავალი კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერების მონაწილეობით“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.





