პუტინის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, აშშ და რუსეთი მნიშვნელოვან ერთობლივ ინიციატივებს განიხილავენ
მსოფლიო

კირილ დმიტრიევი
ფოტო: TASS
რუსეთი და აშშ ახლო მომავალში ახალ ერთობლივ ინიციატივებს გამოაცხადებენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა.
„ჩვენ გვაქვს პროექტების დიდი და ფართო მოცულობა და მას მივყვებით. გასაგებია, რომ ყველაფერი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, არსებობს წინააღმდეგობა, მათ შორის დიდი წინააღმდეგობა სხვადასხვა მხრიდან. მაგრამ, როგორც დიზელის მაგალითი გვიჩვენებს, ვფიქრობ, ახლო მომავალში ჩვენ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას გამოვაცხადებთ, ბოლო ბოლო ყინული დაიძრა“, - განაცხადა დმიტრიევმა.
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. რუსული და ამერიკული მხარეები ახალი პროექტების რეალიზებას ომის დასრულებამდე მოახდენენ.





