13 ოქტომბერი 2026, 18:14
თეთრი სახლის სპიკერი ჟურნალისტის კითხვაზე, შეაჩერა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება: ამ საკითხზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით
მსოფლიო

Reuters
გაზიარება
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, შეაჩერა თუ არა შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, პრესსპიკერმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და განაცხადა: „ამ საკითხზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით“.
ბოლო ცნობებით, ვაშინგტონმა კიევი გააფრთხილა, რომ შესაძლოა სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და ამერიკული იარაღის შესყიდვის პროცესი შეაჩეროს, თუ უკრაინული მხარე რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს არ შეწყვეტს.





