რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი დიზელის საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ იწყებს
მსოფლიო

ალექსანდრ ნოვაკი
TASS
რუსეთი დიზელის საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ იწყებს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსული ბაზარი სრულად იქნება უზრუნველყოფილი დიზელით. პარალელურად, მოსკოვი პოზიტიურად აფასებს აშშ-ის ნაბიჯებს მსოფლიო ენერგობაზრის სტაბილიზაციისა და ნორმალური ენერგოვჭრობის აღდგენის მიმართულებით და მზადაა, აშშ-ის ბაზარს დამატებითი მოცულობის დიზელი უკვე ოქტომბერშივე მიაწოდოს.
გარდა ამისა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, რუსეთი დიზელის ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას ნოემბერსა და დეკემბერში გეგმავს.
მოსკოვი ასევე აცხადებს მზაობას, მომავალშიც ითანამშრომლოს აშშ-თან ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც უფრო პროგნოზირებადი და ჯანსაღი ენერგობაზრის შექმნას შეუწყობს ხელს.
მანამდე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) დაუყოვნებლივ გასცემს დროებით გენერალურ ლიცენზიას. აღნიშნული დოკუმენტი გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებისა და ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.





