09 ოქტომბერი 2026, 23:16
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი: პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი დაუყოვნებლივ გასცემს დროებით გენერალურ ლიცენზიას, რომელიც გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების საშუალებას იძლევა
მსოფლიო

გაზიარება
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) დაუყოვნებლივ გასცემს დროებით გენერალურ ლიცენზიას - აღნიშნული დოკუმენტი გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებისა და ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.
„დღეს, პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) დაუყოვნებლივ გასცემს დროებით გენერალურ ლიცენზიას, რომელიც გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





