ზელენსკი: აშშ-ს უკრაინის დახმარება არაფერი, აბსოლუტურად არაფერი დაუჯდება - მე ღიად ვთქვი, დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ცა და მასზე დომინირება მოვიპოვოთ, ამის შემდეგ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარება და ცის გაკონტროლებაში ხელშეწყობა პრაქტიკულად არაფერი დაუჯდება, ხოლო ეს ნაბიჯი კი ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.
ზელენსკის თქმით, საჰაერო სივრცეში დომინირება ომის მსვლელობას რადიკალურად შეცვლის.
„აშშ-ს უკრაინის დახმარება არაფერი, აბსოლუტურად არაფერი დაუჯდება. მე ღიად ვთქვი: დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ცა და მასზე დომინირება მოვიპოვოთ. ამის შემდეგ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება. რატომ? იმიტომ, რომ იგი ყველაფერს დაკარგავს. ყველაფერს დაკარგავს. სამ თვეში, ორ თვეში - იგი ყველაფერს დაკარგავს“, - დასძინა მან.





